16 ნოემბერი 2024,   19:59
ვრცლად
ჯარიმისგან გათავისუფლებული 245 000-ზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი - ამნისტიის შესაბამისი აქტი უკვე გამოქვეყნდა 

მათ, ვინც იზოლაციის, პირბადის ტარებისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაარღვია, ჯარიმის გადახდა აღარ მოუწევთ. საკანონმდებლო მაცნემ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამნისტიის შესაბამისი აქტი უკვე გამოაქვეყნა, რაც იმას ნიშნავს, რომ 245 000 მეტი მოქალაქე ჯარიმის გადასახდისგან თავისუფლდება.

ფიზიკური პირების გარდა, სისხლის სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლდება 344 იურიდიული პირიც.
ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს დიდი შეღავათია იმ კომპანიებისა და პირებისთვის, რომლებიც კოვიდპანდემიის გამო ფინანსურად დაზარალდნენ, მათ შორის კვების ობიექტები.

დღის ამბები