ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1140 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა - 3.1157 ლარი იყო, შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0017 ლარი შეადგინა.
ლარმა ცვლილება განიცადა ევროსთან მიმართებაშიც.
სებ-ის ინფორმაციით, 10 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, 1 ევროს ღირებულება 3.6842 ლარი გახდა. 7 სექტემბრამდე მოქმედი კურსით კი 3.6865 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა.
10 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეიდან, 11 სექტემბრიდან შევა.