პორტუგალიაში ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად დასრულდა. გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გამართული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობდა, კონფერენციის მონაწილეებს ქართული ღვინის წარმოების კულტურა და ღვინის ტურიზმის პოტენციალი გააცნო.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს სხვადახვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრებთან.
"მოგვეცა საშუალება, რომ მინისტერიალის ფარგლებში გვესაუბრა საქართველოს ღვინის ტურიზმის პოტენციალზე, იმაზე, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო. ჩვენ რა თქმა უნდა გამოვიყენეთ შესაძლებლობა ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების ჩასატარებლად, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პირდაპირი რეისების მოლაპარაკებისთვის," - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.