16 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ხმაური ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში - რას ითხოვდნენ ოპოზიციის წევრები

ხმაური იყო ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თავმჯდომარესთან შეხვედრას და იმ საიჯარო ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც ოლქს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უბნები აქვს ნაქირავები, რადგან დღეს დილიდან ერთ-ერთ უბანზე, რომელიც სასტუმრო კომპლექსშია განთავსებული კომისიის წევრები არ შეუშვეს. მიზეზად ადმინისტრაციამ შიდა ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიება დაასახელა.

ოპოზიციის განცხადებით, მომხდარი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია, ისინი სწორედ ამ საკითხზე აპირებდნენ განმარტებების მოსმენას 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, რასაც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

დღის ამბები