კორონავირუსმა ქვეყანაში კიდევ ერთი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - გარდაცვლილია 20 წლის პაციენტი. ვახტანგ ჩარკვიანის გარდა, პანდემიას გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კიდევ 56 ადამიანი შეეწირა. მთავარი გამოწვევა კვლავ "დელტა" შტამია, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებს უქმნის საფრთხეს.
კლინიკებში 110 მოზარდი რჩება, მათ შორის არიან მძიმე პაციენტებიც. შედარებით გაუმჯობესდა გამოჯანმრთელების დღიური მაჩვენებელი.
ექიმთა მოწოდებები, ვირუსის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ საშუალებასთან დაკავშირებით უცვლელია - მოსახლეობა უნდა აიცრას რადგან, მათი თქმით, COVID-პანდემია მხოლოდ ვაქცინაციით დამარცხდება.