20 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
ხვალიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

13 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანპორტი მუშაობას განაახლებს. იმოძრავებენ როგორც ავტობუსები და მიკროავტობუსები ასევე ამუშავდება მეტრო.

საკოორდინაციო საბჭოს ეს გადაწყვეტილება ინფიცირების მაჩვენებლების შემცირებას უკავშირდება, თუმცა ძირითადი რეკომენდაციების დაცვა ტრანსპორტში კვლავ სავალდებულოა. 

"მთავარი რეგულაცია რჩება იგივე, ყველა მგზავრი მუნიციპალურ ტრანსპორტში ვალდებულია იმგზავროს პირბადით. ამის გაკონტოროლება მეტროში განხორციელდება ჩვენი და მერტოს პატრულის თანამშრომლების მეშვებით, ხოლო ავტობუსებში პროცესს გამცილებლებლები გააკონტროლებენ. ავტობუსი არ დაიძვრება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მგზავრს არ უკეთია პირბადე. 

თბილისის მეტროს ყველა ვაგონი, ასევე სადგურები და ყველა ავტობუსი, ყოველდღიურად დამუშავდება მსოფლიო ჯანდაცვის ორჰანიზაციის მიერ რეკომენდირებული სპეციალური ხსნარით,"-აცხადებს შპს "თბლისის სატრანსპორტო კომპანიის მენეჯერი" თამაზ რობაქიძე.

დღის ამბები