26 აპრილი 2024,   05:21
ვრცლად
ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი "ოქროს ლომი" ფრანგი რეჟისორის ოდრი დიუანის ფილმს, "მოვლენას" გადაეცა

ვენეციის კინოფესტივალზე გამარჯვებულები ცნობილია - მთავარი პრიზი "ოქროს ლომი" ფრანგი რეჟისორის ოდრი დიუანის ფილმს "მოვლენას" გადაეცა.

საუკეთესო მსახიობ ქალად პენელოპა კრუზი დასახელდა. კრუზი დაჯილდოვდა როლისთვის, რომელსაც პედრო ალმოდოვარის ფილმში, "პარალელური დედები" ასრულებს.

საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდო ერიკ მატის ფილმში შესრულებული როლისთვის ჯონ არსილამ მიიღო. 78-ე კინოფესტივალი გუშინ დაიხურა.

დღის ამბები