25 აპრილი 2024,   21:05
ვრცლად
2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა დონბასში - ცეცხლი რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა გახსნეს

2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა დონბასში, სადაც ცეცხლი რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა გახსნეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია 9 დაჭრილის შესახებ. მათგან 3-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

უკრაინული მხარის ცნობით, მოწინააღმდეგემ მინსკის შეთანხმებით აკრძალული 122 მმ-იანი საარტილერიო სისტემიდან ისროლა. საოკუპაციო ჯარებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც დააზიანეს.

უკრაინულმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. უკრაინის ოფიციალური უწყების ცნობით, მხოლოდ გუშინ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 14-ჯერ დაარღვია.

დღის ამბები