02 სექტემბერი 2026,   01:20
ვრცლად
არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში ბრალდებულ მეზობელ ქალს პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობასა და მუქარაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დაკავებული, 49 წლის ქალი, შეუძლოდ გახდა და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.

ამ ფაქტის გამო, მოსამართლემ განაჩენი ბრალდებულის დაუსწრებლად გამოიტანა. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული 9 წლის გოგონას სისტემატურად ამცირებდა და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობითა და სახლის გადაწვით ემუქრებოდა.

დღის ამბები