სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში საჩივარი შეიტანა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ანა წითლიძემ.
მისი თქმით, პარტიის მხარდამჭერებსა და აქტივზე ზეწოლა ხორციელდება, რისი დამადასტურებელი ვიდეო და აუდიო ჩანაწერებიც აქვს.
"მივმართე საქართველოს პროკურატურას, დაიწყონ გამოძიება ყულიშკარში ჩვენი მხარდამჭერის დაშინებისა და მოსყიდვის ფაქტზე, რაშიც პირადად მონაწილეობდნენ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწორია, "ქართული ოცნების" წევრები მერაბ ქვარაია და გენად ჯიქია. პროკურატურას განცხადებასთან ერთად გადავეცი აუდიო ჩანაწერი, სადაც ჩანს როგორ ახდენენ ზეწოლას რევაზ გვილიაზე,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"წევრი ანა წითხლიძე.
ანა წითლიძე საქმეზე დროულ რეაგირებას და გამოძიებას მოითხოვს.