სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ კატეგორიას ემატებიან ის პირები, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ COVID-19.
"არსებული რეგულაციებით, სხვადასხვა ღონისძიებაზე (მაგ: როგორიცაა კონფერენციები, ტრენინგები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ) დასასწრებად, მოქალაქე ვალდებულია, წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან 72-საათში ჩატარებული PCR-ტესტის ან 24-საათში ჩატარებული ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კატეგორიას ემატებიან ის პირები, რომელთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ კოვიდ-19. აღნიშნული 6 თვე აითვლება კოვიდის ლაბორატორიულად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ,"-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.