უკრაინის ომბუდსმენმა და საქართველოს სახალხო დამცველმა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. ხელმოწერით მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლონ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის მექანიზმების გასაუმჯობესებლად, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები დაუყოვნებელ შეატყობინებენ ერთმანეთს ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების შესახებ უკრაინის მოქალაქეებზე საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქეებზე უკრაინის ტერიტორიაზე, მიიღებენ და განიხილავენ თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები მეორე ქვეყნის მოქალაქეთა განცხადებებს.
დღის მეორე ნახევარში, უფლებადამცველები ნახევარში საოკუპაციო ხაზთან მივლენ. ნინო ლომჯარია კოლეგას ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებას გააცნობს.