20 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები შესაძლო სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევაზე და იმ დარღვევებზე საუბრობენ, რომელიც უბანს შესაძლო გეოლოგიური საფრთხის ქვეშ დააყენებს.

მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის მერიისგან უკვე მიიღეს შესაბამისი განმარტებები, თუმცა არგუმენტები მისაღები არ აღმოჩნდა. 

"არ იმსჯელა არც ერთმა ორგანომ საჯარო და კერძო ინტერესების შეწონვაზე, იმიტომ, რომ არგუმენტი, რომ დაზარალებული მოსახლეობა უნდა დაკმაყოფილდეს არ ნიშნავს, რომ უნდა დაითმოს საჯარო ინტერესი, აქ საუბარია ტრანსპორტის გადატვირთულობაზე, სატრანსპორტო სქემა უნდა ყოფილიყო გამართული, აქ საუბარია უსაფრთხოებაზე," - აცხადებს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თათული ჭუბაბრია.

ადგილობრივების თქმით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. 

დღის ამბები