20 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
სპეციალური პორტალი, სადაც ვაქცინირებული მოქალაქეების ბაზა განთავსდება, ხვალ ამოქმედდება

სპეციალური პორტალი, რომელზეც კოვიდვაქცინირებული მოქალაქეების ბაზა განთავსდება, ხვალ ამოქმედდება - ძირითადი მიზანია სხვადასხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებას ჰქონდეს შესაძლებლობა გადაამოწმოს, არის თუ არა მოქალაქე აცრილი. ეს განსაკუთრებით იმ ბიზნესს სჭირდება, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი აქვს ვაქცინაციის წამახალისებელი აქტივობები, ან შეზღუდვა აქვს ანტივაქსერებისთვის.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესს აძლევს საშუალებას ადამიანის სტატუსი განსაზღვროს და მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხოს მისი კონკრეტულ სივრცეში დაშვება.

"ეს ბიზნესს აძლევს იმის საშუალებას, რომ განსაზღვროს ადამიანის სტატუსი და ამის შემდეგ მოახერხოს დაშვება მის კონკრეტულ სივრცეში. ამით მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რომ უსაფრთხო და მწვანე იყოს გარემო მისი მომხმარებლებისთვის, ასევე მისით დასაქმებული ადამიანები იქნებიან უსაფრთხოდ და თუ ამის დანერგვა მოხდება მაქსიმალურად სხვადასხვა ბიზნეს ობიექტებთან, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სამომავლოდ, მათ შორის რეგულაციები იყოს შემსუბუქებული და მწვანე ზონაში განსხვავებული რეგულაციებით იყოს ამა თუ იმ მომსახურების გაწევა," - განაცხადა ბექა ფერაძემ.

დღის ამბები