20 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
პორტალი, რომლის მეშვეობითაც ვაქცინირებული პირები გადამოწმდებიან - სად უნდა აიღოთ ე.წ. კოვიდ საშვი

სპეციალური ვებგვერდი, რომლითაც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ქვეყნის სტუმრებს კორონავირუსთან დაკავშირებით საკუთარი სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ, უკვე ამოქმედდა. 

"კოვიდ საშვის" მისაღებად პირადი მონაცემების შეყვანა და პერსონალური კოდის ნახვა რამდენიმე წამშია შესაძლებელი. ობიექტებზე, სადაც ამგვარი საშვის მოთხოვნა დაწესდება, კოდის წაკითხვის შემდეგ სისტემა მათ ავტომატურად უჩვენებს, არის თუ არა თქვენი სტატუსი მწვანე. შესაბამისად, მიიღებთ შესვლის უფლებასაც. პროცედურის გასამარტივებლად უახლოეს დღეებში საიტის გარდა მობილური აპლიკაციითაც ამუშავდება.

კოვიდსაშვების მოთხოვნის დანერგვა პირველ ეტაპზე რესტორნებსა და სასტუმროებზეა გათვლილი.

ბიზნესსექტორისთვის მწვანე ზონის სტატუსის მინიჭებისა და შეზღუდვების შემსუბუქების გარდა, კოვიდსაშვების სისტემის ამუშავების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ვაქცინაციის წახალისებაა.

 

დღის ამბები