საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე მიდის. სტატისტიკის სამსახურმა აღრიცხა და გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გასული წლების განმავლობაში, სამშობლოში დაბრუნებული ქართველების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე წასულების.
სტატისტიკა პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა. რიცხვებს არ ენდობიან ოპოზიციაში, ხოლო მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ შესაძლოა მიგრირებული მოქალაქეების რაოდენობა მაღალია, თუმცა არანაკლებია დაბრუნებულთა რიცხვიც.
შესაბამისად, მიგრაციის სალდო არის დადებითი. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან გასულ ადამიანებს დაბრუნებულების რიცხვი აჭარბებს.