02 სექტემბერი 2026,   02:01
ვრცლად
ძეგვის, წილკანისა და საგურამოს მოსახლეობა, Sinopharm-ითა და Sinovac-ით წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრა - მცხეთაში ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება

მცხეთის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება - სოფელ ძეგვში, წილკანსა და საგურამოში მცხოვრები მოქალაქეები ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით Sinopharm-თა და Sinovac-ით იცრებიან.

უსაფრთხო და წარმატებული ვაქცინაციის მიზნით, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო მედიკამენტით, მათ შორის ანტიალერგიული და ანტიშოკური პრეპარატებით.

ცნობისათვის, ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით 13 ამცრელი ამბულატორია მუშაობს. ვაქცინაციის ეს პუნქტები ჯამში მხარის 117 სოფელს ემსახურება.

დღის ამბები