20 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
ეს განსაცდელი ერთად უნდა ვმართოთ, სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, მაგრამ არ უნდა მოვეშვათ - პრემიერი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება კიდევ ეთხელ შეაფასა, ირაკლი ღაიბაშვილმა მოქალაქეებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

პრემიერის თქმით, ქვეყნის ეკონომოკის აღდგენა და სიძლიერე სწორედ ვაქცინაციაზე გადის.

"გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ დაკეტილიყო ქვეყანა. ამისთვის შემოვიტანეთ ვაქცინებიც, მილიონობით, ყველანაირი ყველა სახის, იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანი.

მთავარი, რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს ეს არის არჩევანის მიცემა, არჩევანის შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის.

გვინდა ეს, თუ არ გვინდა, მართლაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა და სიძლიერე გადის სწორედ ვაქცინაციაზე. ამიტომ კიდევ ერთხელ, ჩვენ ეს პროცესი, ეს განსაცდელი ერთად უნდა ვმართოთ, ერთად უნდა გავიაროთ ეს პროცესი, რომ ჩვენი ქვეყანა დავაბრუნოთ სამშვიდობოს.

სიტუაცია, რა თქმა უნდა, მიდის დამშვიდებისკენ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვეშვათ. საჭირო არის მაქსიმალური მობილიზება იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად ეს განსაცდელი გავიაროთ. ეს იქნება ძალიან რთული, თუმცა გვეუბნებიან ჩვენი ეპიდემიოლოგები, რომ სიტუაცია მშვიდდება და სტაბილურდება," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები