20 ნოემბერი 2024,   05:14
ვრცლად
ბლოგერმა ლამარა აბჟანდაძემ "აიცერი და მოიგეს" ლატარიაში მოიგო

ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებულია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა. როგორც ის წერს, ლატარიაში 100 ლარი მოიგო. 

"ამ დილით ჩემმა შვილიშვილმა პრადობის ნომერი მომთხოვა. გამიკვირდა, რისთვის დაჭირდა? მაგრამ იმწამსვე მომახარა ბებო 100 ლარი მოიგეო. ეს ლატარია აცრილებზე ყოფილა. მე რა თქმა უნდა, ერთ-ერთმა პირველმა ავიცერი და რადგან პირადობაში ქმრის გვარზე ვარ ხიდაშელზე გათამაშებაში ეწერა ლ. ხ. ეს მე ვარ ლამარა აბჟანდაძე. ყველას გირჩევთ, აიცრათ.

ხოლო ვინც აცრილები ხართ, შეამოწმოთ საიტზე მოიგეთ თუ არა" - წერს ლამარა აბჟანდაძე. 

გამარჯვებულების ვინაობა დღეს, 12:00 საათზე გამოვლინდა და მათ შესახებ ინფორმაცია საიტზე - Stopcov.lotto.ge-ზე განთავსდა.

ცნობისთვის, თუ ხართ აცრილი COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით, თუნდაც ერთჯერადად, დღეიდან ფულის მოგების შანსიც გეძლევათ. ვაქცინირებული პირების წახალისების მიზნით ლატარია იწყება. ლატარიაში მონაწილეობას იღებენ როგორც 2021 წლის 13 სექტემბრამდე აცრილი მოქალაქეები, ასევე 2021 წლის 13 სექტემბრის შემდგომ აცრილი პირებიც.

კონკრეტული კატეგორიის ადამიანებისთვის ფულად ჯილდოებს ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წლის ბოლომდე, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად გაათამაშებს. ჯამური საპრიზო ფონდი 2 მლნ 800 ათასი ლარია.

დღის ამბები