"აიცერი და მოიგეს" უკვე 160 გამარჯვებული პირი ჰყავს - მათი ვინაობა ცნობილია. საქართველოს ეროვნული ლატარეის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთევან ხუციშვილი ამბობს, რომ დღეს გათამაშება - 100 და 500 ლარიან საპრიზო კატეგორიაში შედგა.
მისივე თქმით, გამარჯვებულების ინფორმირება SMS შეტყობინებების მეშვეობით მოხდება.
"გვყავს 160 გამარჯვებული პირი. ეს პიროვნებები არიან სხვადსხვა ქალაქებში აცრილები. გათამაშდა დღეს 100 და 500 ლარიანი პრიზები და აღნიშნულ მოქალაქეებს ამ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ვებ გვერდზე Stopcov.lotto.ge-ზე, ასევე მათი ინფორმირება მოხდება SMS შეტყობინებების მეშვეობით და ასევე, მათთან მოხდება სატელეფონო ზარებით დაკავშირება. მათ შეუძლიათ მიმართონ უკვე საქართველოს ეროვნული ლატარიის სარეალიზაციო წერტილებს და გაანაღდონ თავიანთი მოგებები," - განაცხადა საქართველოს ეროვნული ლატარეის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეთევან ხუციშვილმა.