20 ნოემბერი 2024,   05:15
ვრცლად
"ვინც ამას აკეთებს, მაგარი უგუნურია" - რა პოზიცია აქვს საპატრიარქოს გავრცელებულ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით

გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფქსირებია. კომენტარი მედიასთან მხოლოდ ედიშერ ქარჩავამ გააკეთა. საპატრიარქოს იურისტი გავრცელებულ სავარაუდო ახალ ფარულ ჩანაწერების შეფასებისას მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

"მსგავსი ფაბრიკაციები მიზანმიმართულია შეგნებულად ეკლესიის ინტერესების დისკრედიტაციისათვის. ამიტომ, ვინც ამას აკეთებს, ვეტყვი, რომ მაგარი უგუნურია," - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ფარული ფაილები, რომელშიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციაა მოცემული, ინტერნეტში აღარ იძებნება. ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო. ფაილებში წარმოდგენილია ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც.

დღის ამბები