20 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
გიორგი გახარია თვითონ იყო პასუხისმგებელი სამხარაულის ბიუროს მუშაობაზე - ნანა კაკაბაძე ყოფილი პრემიერისგან განმარტებას მოითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანების უფლებებისთვის" პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას ნარკოტესტის მიმართ არასწორ დამოკიდებულებაზე საუბრობს. როგორც ნანა კაკაბაძემ აღნიშნა, გახარიას განცხადება იმის თაობაზე, რომ არ ენდობა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და ნარკოტესტს ევროპის ავტორიტეტულ საექსპერტო ბიუროში ჩაიტარებს დამაზიანებელია, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება უნდობლობის საფუძველს უჩენს იმ ათასობით მოქალაქეს რომელსაც ჩაუტარებია ან მომავალში აპირებს ჩაიტაროს ექსპერტიზა ამ ბიუროში.

"ეს იყო უდიდესი შეცდომა, თუ არა დანაშაული ყოფილი პრემიერის მხრიდან. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ თვითონ იყო სწორედ ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ამ ბიუროს მუშაობაზე და მაშინ მან უნდა გასცეს პასუხი იმ კითხვას, რომ ამ ბიუროს დასკვნებით, 10 ათასობით ადამიანია გასამართლებული სასამართლოებში, ასევე სასამართლოების გარეთ ნასარგებლები აქვს 100 ათასობით ადამიანს ამ ბიუროს დასკვნებით და რას აკეთებდა გახარია, თუკი ეს ბიურო არ იყო სანდო," - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

 

 

 

 

 

დღის ამბები