26 აპრილი 2024,   10:35
ვრცლად
"აიცერი და მოიგე" - ლატარიას პირველი გამარჯვებულები ჰყავს - გაზრდის თუ არა ფულადი წახალისება ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობას

ვაქცინირებულთა ლატარიას 160 გამარჯვებული ჰყავს - პირველივე დღეს, 20 000 ლარი გათამაშდა.

მოგებულთა ახალი სია ყოველდღე 12 საათზე გამოქვეყნდება. ყოველი კვირის ბოლოს კი, უკვე ოთხნიშნა ფულადი ჯილდოები დარიგდება. ასევე, კვირის ბოლოს, ერთი ადამიანი 10 000 ლარს მოიგებს.

მოქალაქეებმა 100-დან 150 ლარამდე თანხის მოგების შესახებ, სპეციალური ვებ-საიტის მეშვეობით შეიტყვეს.

გამარჯვებული მომდევნო გათამაშებაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, თუმცა ყოველკვირეულში მათი მონაცემები შესაძლოა ისევ იღბლიანი აღმოჩნდეს.

ამასთან, სპეციალისტები, ვაქცინაციის ტემპების კიდევ უფრო გააქტიურებასა და დადებითი ტენდენციების შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობენ. მედიკოსები შემოდგომაზე მეხუთე ტალღას და ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან.

დღის ამბები