24 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
მარნეულში ქალის მოტაცების დროს გარდაცვლილი ბებიის საქმეზე გამოკითხვები გვიან ღამემდე გრძელდებოდა

მარნეულის პოლიციაში გამოკითხვები გვიან ღამემდე გრძელდებოდა. საგამოძიებო უწყებამ ყველა ის პირი გამოკითხა, რომელსაც სოფელ ალგეთში მომხდარ ინციდენტთან კავშირი აქვს.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ცოლად მოყვანის მიზნით, ქალის მოტაცების მცდელობის დროს, მისი ბებია გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ხანდაზმულ ქალბატონს გული გაუსკდა.

არსებული ინფორმაციით, ოჯახი გოგოს გათხოვების წინააღმდეგი იყო. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები