18 აპრილი 2024,   14:20
ვრცლად
მსოფლიო კორონავირუსთან ბრძოლას განაგრძობს - ინგლისში ბავშვების ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება

დელტა შტამის სწრაფად გავრცელების გამო კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში უკვე 226 მილიონს გადააჭარბა.

უკრაინა იმ ქვეყნების სიას უერთდება, რომელიც კოვიდ პასპორტებს იყენებს.

ახალი შეზღუდვები დააწესა ჩინეთმა სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში, სადაც ფუნქციონირებას წყვეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე იხურება ბარები და კინოთეატრები.

წინა კვირასთან შედარებით სტატისტიკა გაორმაგდა ახალ ზელანდიაში, რის გამოც ხელისუფლებამ ლოქდაუნი გაახანგრძლივა.

ბავშვების ვაქცინაცია მომავალი კვირიდან დაიწყება ინგლისში. ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბავშვებში "კოვიდ19-ით" ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა  

 

დღის ამბები