20 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
ყველას ჭუჭყიანი წყალი მოგვასხეს და ამ წყალში ნუ ვიბანავებთ - მაღალი იერარქიის სასულიერო პირები მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურებიან

მაღალი იერარქიის სასულიერო პირები მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურებიან.

მეუფეების თქმით, გავრცელებული მასალების ავთენტურობა დასადგენია, რადგან მათი თქმით, მედიაში გავრცელებული ჩანაწერი სიმართლეს არ შეესაბამება.

"ეს არის მოვლენა, როცა ჩვენს ქვეყანას შემოასხეს ჭუჭყიანი წყალი. ვინ შემოასხა, რატომ შემოასხა მე არ ვიცი. სასულიერო პირი ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და ბიბლიის და წმინდა წერილის მიხედვით ვაკეთებ კომენტარს რა ხდება - რა ხდება და ჩვენ ქვეყანას, თქვენც, მეც ტელევიზიების მესვეურებსაც მოგვასხეს ჭუჭყიანი წყალი და მაინცდამაინც ამ ჭუჭყიან წყალში  ნუ ვიბანავებთ," - აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).

დღის ამბები