20 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
ხუთი წელია ჩემს ბიზნესებზე მესმის და ახლა ახალი რა უნდა მოიგონონ - მეუფე ანტონი ფარულ ჩანაწერებზე

მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია) ეხმაურება.

მიტროპოლიტი "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ ეს არის მცდელობა, სახელმწიფო და ეკლესია  ერთმანეთს დააჯახონ.

"რამდენი ხანია მცდელობაა, რომ ეკლესია და სახელმწიფო დააჯახონ ერთმანეთს. დავიწყოთ კოვიდიდან, რატომ არ სჯით ეკლესიას, დაკეტეთ ეკლესიები, რატომ აძლევთ დაფინანსებას, რატომ აძლევთ  ტყეს ეკლესიებს და იმაზე მეტი რა უნდა გავრცელდეს, რაც არ არის ნათქვამი. 

ხუთი წელია ჩემს ბიზნესებზე მესმის და ახლა ახალი რა უნდა მოიგონონ," - აცხადებს მიტროპოლიტი ანტონი.

დღის ამბები