თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, წლის ბოლოსთვის ე. წ. ყვითელი ავტობუსები სრულად იქნება ჩანაცვლებული და ასევე, 380 ერთეული ავტობუსი დაემატება.
მისივე თქმით, აქედან 180 იქნება 8 მეტრიანი ავტობუსი, 200 ცალი კი - 18 მეტრიანი. კახა კალაძის განმარტებით, თბილისში უკვე ჩამოვიდა 20 ერთეული 8 მეტრიანი ავტობუსი, რომელიც დედაქალაქში მოძრაობას 22 სექტემბრიდან დაიწყებს.