20 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი პროკურატურაში დაიბარეს. ნოდარ მელაძის განცხადებით, მასთან გამომძიებლებს კითხვები გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით აქვთ.

"სასწრაფოდ მისცეს ხელისუფლებამ პასუხისგებაში ყველა ის ადამიანი, ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც ჩვენ, ჟურნალისტებს გვისმენდა, ვინც უსმენდა მღვდლებს.

ვაპირებთ, რომ შევიტანოთ სარჩელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ისინი უკანონოდ მისმენდნენ მე. ასევე, ჩვენი ნიუსრუმის ჟურნალისტები, ყველა, ვისი გვარიც ერთხელ მოხვდა და ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. თუ ეროვნული სასამართლო არ დაადგენს ამ ადამიანების ბრალეულობას და არ მიაქცევს პასუხისგებაში, წავალთ სტრასბურგში,“ - აცხადებს ნოდარ მელაძე.

 

 

 

დღის ამბები