არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანების უფლებებისთვის" ბოლო დღეებში მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც სასულიერო პირებზე სავარაუდო მოსმენას და მიყურადებას გულისხმობს, ოპოზიციის მხრიდან დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.
ორგანიზაციაში ფარული ფაილების უკან "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან აფილირებული ჯგუფების ინტერესს ხედავს.