20 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
"ეს არის ქვეყანაზე ძალიან სერიოზული თავდასხმა" - მიტროპოლიტი ნიკოლოზი ფარულ ჩანაწერებზე

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) საუბრობს.

სასულიერო პირი მომხდარი ფაქტს "მთელს ქვეყანაზე მომხდარ თავდასხმას“ უწოდებს.

"მე შემიძლია მხოლოდ სულიერი თვალით შევხედო ამ ყველაფერს და სულიერი ახსნა მოგცეთ. რა ხდება რეალურად. ეს არის ქვეყანაზე ძალიან სერიოზული თავდასხმა და ვინც ამ თავდასხმას ახორციელებს, ზოგადად გასაგებია ვინც აკეთებს ამას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შესაბამისი რეაგირება უნდა გვქონდეს ყველას ერთად,"- განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები