20 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
გადაცდომა იმაშია, რომ გვისმენენ თუ იმაში, რომ გამოაქვეყნეს, ორივე ალბათ სისხლის სამართლის დანაშაულია, ჩვენ გვინდა სხვანაირი ქვეყანა - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბრობს და მას უმსგავსობას უწოდებს. როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, მომხდარი ფაქტი შესაბამისმა უწყებამ უნდა გამოიძიონ. 

"ამ უმსგავსობას უნდა ვებრძოლოთ, არ ვიცი სად უნდა ვუჩივლოთ, რომელ სასამართლოში, მაგრამ ეს არის გაუგონარი ფაქტი და სწორედ სამართალდამცავებმა, ვისაც ვენდობით, იმათმა დაადგინონ, სად არის გადაცდომა - იმაში, რომ გვისმენენ თუ იმაში, რომ გამოაქვეყნეს.  ორივე ალბათ სისხლის სამართლის დანაშაულია და ჩვენ ერთადერთი უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ ვართ თანახმა ასეთ ქვეყანაში ცხოვრებაზე, ჩვენ გვინდა სხვანაირი ქვეყანა,“ - აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

დღის ამბები