ვინ არის რუსეთის მოქალაქე ლოლიტა დანილია, რომელიც გავრცელებულ ფარულ ფაილებში ფიგურირებს და რა კავშირი აქვს მას ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზთან. როგორც "დღის კურიერში" მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბობს, მას ლოლიტა დანილიასთან ახლო მეგობრობა აკავშირებს.
"ლოლიტა დანილინა ჩემი ძალიან ახლო ადამიანია. ჩანაწერებში იმიტომ ფიგურირებს, რომ ძალიან ხელსაყრელია ნაწილობრივი სიმართლე, იმის გამო, რომ მე მას ვიცნობ და ეს ადამიანია რუსთეის მოქალაქეა, მხოლოდ მოქალაქე კი არა, თავისი აზროვნებით არის რუსი, თუმცა კრემლთან დაახლოებული არ არის.
ის როდესაც გავიცანი იყო ფაბრიკის დირექტორი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ტექსტილს აწარმოებდა, მათ შორის ახლა ტანზე რაც მაცვია. 2006 წელს გავიცანი და მიზანი იყო, გვრკვეულიყავი კარგად სამღვდელო შესამოსელში, იმიტომ, რომ "სელის" ტანსაცმელი არც მაშინ ეცვა არავის და ახლაც ნაკლებად, არადა ისტორიულად "სელის" ტანსაცმელი ეცვათ სასულიერო პირებს.
გავაცანი პატრიარქი, იმიტომ, რომ პატრიარქს აინტესებდა "სელი", როგორც ნაჭერი ძალიან საინტერესო ქსოვილია.
ის არაერთხელ ჩამოვიდა ჩემი მოწვევით საქართველოში. ომის დროს ძალიან დაგვეხმარა. შეიძლება ითქვას, რომ ქართველების მხარეს იდგა. ომამდე, ქართველების ექსტრადაციის დროს, რასაც ველურად აკეთებდა რუსეთის სახელმწიფო, იყვნენ რუსეთში არაქართველი ადამიანები, ვისაც მიმაგრებული ჰქონდა ყვითელი ვარსკვლავი და ეწერა "მე ქართველი" ვარ. ასეთი მხარდაჭერა იყო, შეიძლება არ გაჟღებულა მაგრამ ეს ადამიანი ამ პოზიტიურ როლს ასრულებდა.
მე ვისაც ვიცნობდი წინა ხელისუფლებაში, ვცდილობდი ყველასთვის გამეცნო. დეტალებს ვერ მოგიყვებით, მაგრამ მთავარი იყო ის, რომ ჩვენ მასთან ვმეგობრობდით,"- აღნიშნა "დღის კურიერში" მეუფე ნიკოლოზმა.