20 აპრილი 2024,   02:54
ვრცლად
 ვერაზე დაჭრილი 20 წლის მამაკაცია, რომლის მისამართითაც 9-ჯერ გაისროლეს - ახალი დეტალები 

ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი პირი 20 წლის მამაკაცია. დანაშაული დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა, დამნაშავემ კი ადგილიდან მიმალვა შეძლო. 

როგორც ადგილობრივები ყვებიან, გასროლა დაახლოებით 9-ჯერ მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა, ის მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რას მოჰყვა დაპირისპირება, ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება 18/109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. 

ავტორი: ავთო გვასალია.

დღის ამბები