20 ნოემბერი 2024,   05:13
ვრცლად
კახა კალაძემ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება, გარემოს დაცვის პოლიტიკა წარუდგინა

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება - გარემოს დაცვის პოლიტიკა წარუდგინა.

კალაძის თქმით, ბოლო 4 წელიწადში თბილისში ეკოლოგიური პოლიტიკის მიმართულებით, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი არაერთი ძირეული რეფორმა და მასშტაბური პროექტი განხორციელდა. 2025 წლამდე კი, ქალაქის განვითარებისთვის, გარემოს დაცვის მიმართულებით საერთო ჯამში 300 მილიონი ლარი დაიხარჯება.

"ახალი პარკები, სკვერები, მათი განახლება-რეაბილიტაცია. ყველა რაიონში შეგვიძლია, გავიაროთ და ვნახავთ რეაბილიტირებულ სკვერებს, რეაბილიტირებულ პარკებს, რომლებიც სავსეა ადამიანებით. ძალიან მახარებს ეს ტენდენცია და ის, რომ საპარკო კულტურა შემოვიდა დედაქალაქში," - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები