20 ნოემბერი 2024,   05:21
ვრცლად
ახალგაზრდა მამაკაცს თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა - კლინიკაში გარდაცვლილ 22 მამაკაცს ექსპერტიზა უტარდება

22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გუშინ ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შედეგად გარდაიცვალა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება.

ნიკა კვარაცხელიას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, მისი სიცოცხლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

"კურიერის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭს თავდამსხმელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, მან კვარაცხელიას მისამართით 9-ჯერ გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მანქანით მიიმალა. ნიკოლოზ კვარაცხელიას მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, მას კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"კლინიკაში მოყვანილი იყო ახალგაზრდა ბიჭი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული დახმარება, მაგრამ ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო, დღეს დილას გარდაიცვალა,“ - აცხადებს სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური მენეჯერი, ნიკოლოზ კვაჭაძე. 

22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი არაერთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობდა. მას მეგობრები და ახლობლები იხსენებენ, როგორც პოზიტიურ და არაკონფლიქტურ ადამიანს.

დღის ამბები