"ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას, რომელიც ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ესწრებოდა.
გიორგი ტყემალაძემ ახალგაზრდებს დედაქალაქის განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც უკვე განხორციელდა.