20 ნოემბერი 2024,   05:15
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი ცენტრ "დელტაში" წარმოების პროცესს გაეცნო - უკვე დასრულებულია 4 ერთეული "სუ-25"-ის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტაში" წარმოების პროცესს გაეცნო. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია 4 ერთეული "სუ-25"-ის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება.

"სუ-25" ტიპის მოიერიშე სრულად აღიჭურვა თანამედროვე რადიოელექტრონული სანავიგაციო სისტემით. ავიაციის განვითარების პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო.

პრემიერ-მინისტრი თავდაცვის მინისტრთან ერთად "სუ 25"-ების მოიერიშეების საჩვენებელ ფრენას დაესწრო, რომლის დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო განახლება მომავალშიც გაგრძელდება. 

"ვიმყოფებოდით 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე, ეს არის ცნობილი ისტორიული ქარხანა, რომელმაც ათასამდე "სუ 25" აწარმოა და გამოუშვა წლების განმავლობაში. მე როცა დავინიშნე თავდაცვის მინისტრად, მაშინ ვთქვი, რომ აღვადგენდით თვენი ძალებით „სუ 25“-ების განახლების პროექტს. დღეს სახეზეა უკვე ოთხი აღდგენილი "სუ 25“, რომელიც არის სრულიად მოდერნიზებული, აღდგენილი ჩვენი ძალებით,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

დღის ამბები