სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე, 60 წლის ზურაბ დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.