მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტალერში ხის გადამამუშავებელ ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა. მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება.
ამავე საწარმოში ხის ავეჯსაც ამზადებენ. როგორც ცნობილია ქარხანა ადგილობრივ პირს ეკუთვნის.
რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.