ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, კორონავირუსის მეხუთე ტალღა მოსალოდნელი დაახლოებით, შემოდგომის მიწურულს არის მოსალოდნელი.
გოგინავამ "დღის კურიერის" ეთერში საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ რა იქნება მორიგი ტალღის გამომწვევი, ჯერჯერობით მეცნიერებას ამაზე პასუხი არ აქვს.
"სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური დასკვნებით, მეხუთე ტალღის დაწყება უფრო შემოდგომის მიწურულს, მეორე ნახევარში არის მოსალოდნელი - დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში.
რა იქნება მეხუთე ტალღის გამომწვევი და რამდენად იქნება მისი გამომწვევი ახალი შტამები, ჯერ ამ კითხვებზე მეცნიერებას პასუხი არ აქვს. ახალი შტამები ჯერ კიდევ შესწავლის ფაზაშია, მათ შორის არის ე.წ მიუ შტამი. რამდენად აქვთ მათ იმის უნარი, რომ ისე სწრაფად გავრცელდეს, როგორც ეს "დელტა" შტამის შემთხვევაში მოხდა, - ამაზე საბოლოოდ ინფორმაცია არ არსებობს,"- აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.