ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე მიიყვანეს. ცოტა ხნის წინ საკითხზე კომენტარი მსჯავრდებულის ადვოკატმა გააკეთა. მეგის ქარდავას ინტერესების დამცველი პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას ორშაბათს გეგმავს. უფლებადამცველი ამბობს, რომ მეგის ქარდავა თავს ყველა საქმეზე უდანაშაულოდ ცნობს და აპირებს, რომ 5 საქმეზე, რომელზეც მას უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი, გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში.
“ძალიან მოულოდნელი იყო. გაეროს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ასევე უამრავი დარღვევები იყო, პროცედურები დარღვევებით მიმდინარეობდა და იმედს ვიტოვებდი, რომ ობიექტურად მოხდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს არაობიექტურ გადაწვეტილებას და იმას, რომ რაღაც გარიგება იყო. დააკავეს, შეასახლეს საპატიმრო დაწესებულებაში და დაიწყება პროცედურები, სასამართლო განახლდება უკვე ჩვეულებრივ, ერთი თვის ვადაში გაასაჩივრებს იმ განაჩენებს, რომელიც გამოტანილია. არც ერთ განცხადებაში მას უღიარებია და პირიქით, კატეგორიულად გამორიცხავს და ყველაფერს პოლიტიკურ დევნას უწოდებდა,“ - განაცხადა მეგის ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.