20 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-სგან 5 მილიონ დოლარს ითხოვს - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის სარჩელი კალიფორნიის სასამართლოში უკვე შევიდა

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-სგან 5 მილიონ დოლარს ითხოვს. ქართველი გროსმაისტერი და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის სარჩელი ამერიკული კინოინდუსტრიის გიგანტის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში გუშინ შევიდა. მომავალი ხმაურიანი სასამართლო დავის შესახებ ინფორმაცია პირველმა New York Times-მა გაავრცელა. 

ცნობილ სერიალში - "ლაზიერის გამბიტი", სადაც ყველა პერსონაჟი გამოგონილია, ნონა გარფინდაშვილი არის ერთადერთი რეალური ფიგურა, რომელზეც მთხრობელი ამბობს, რომ მას არასდროს უასპარეზია მამაკაც სპორტსმენებთან. თუმცა ლეგენდარული მოჭადრაკის ბიოგრაფიაში, ვაჟთა ტურნირებში მონაწილეობა 22 წლიდან იწყება.

ფილმში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების გარდა არის კიდევ ერთი უზუსტობა, კერძოდ, ის მოხსენიებულია როგორც რუსი მოჭადრაკე ქალი. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს ორივე ფაქტი მიზანმიმართულად არის შეცვლილი, რადგან სერიალი გადაღებულია ვოლტერ ტევისის წიგნის მიხედვით, სადაც ავტორი მოჭადრაკეს იხსენიებს და წერს, რომ ის კაც დიდოსტატებს ბევრჯერ შეხვედრია.

სამართლებრივ დავას მხარს უჭერენ კინომცოდნეებიც და ფიქრობენ, რომ შეცდომას არ ამართლებს ის ფაქტი, რომ ფილმი არის მხატვრული და არ არის დოკუმენტური.

ნონა გაფრინდაშვილის საჩივარი Netflix-ის წინააღდეგ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა, პირველი ვრცელი სტატია New York Times-ში გამოქვეყნდა.

 

 

დღის ამბები