20 ნოემბერი 2024,   05:18
ვრცლად
ქარელში მომხდარი ინციდენტი - სახალხო დამცველის განცხადებას ოპოზიციასა და მმართველ გუნდში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა    

ქარელის "ოცნების" შტაბში მომხდარი ინციდენტის გამოძიებაზე ჯერჯერობით ახალი არაფერია, თუმცა ტერმინებზე დავა კვლავ მიმდინარეობს, ამჯერად სახალხო დამცველის ოფისსა და მმართველ პარტიას შორის. 

ნინო ლომჯარიას მოადგილემ ფაქტი გადაგდებად შეაფასა, რაც მმართველი პარტიისთვის კიდევ ერთი მიზეზი გახდა, რომ ომბუდსმენის ოფისი არაობიექტურობაში დაედანაშაულებინა. 

კითხვები გამოიწვია თავად განცხადებამ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ მომხდარის მტკიცებით ფორმაში შეფასება ომბუდსმენის ოფისის მიკერძოებულობაზე მეტყველებს. ერთ-ერთ არგუმენტად მათ დაშავებული ოპერატორის განცხადება მოჰყავთ.

ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ სახალხო დამცველის აპარატი გარემოებების ანალიზის გარეშე ასეთ შეფასებას ვერ გააკეთებდა.

ოპონენტების ასეთ განცხადებებს სახელისუფლებო გუნდში პოლიტიკურ პოზიციონერობას უკავშირებენ. 

მომხდარის ობიექტურ გარემოებებს სამართლებრივი შეფასება გამოძიებამ უნდა მისცეს, რომელიც უკვე დაწყებულია ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტზე.

 

 

 

დღის ამბები