ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1112 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1141 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.
ლარმა ცვლილება განიცადა ევროსთან მიმართებაშიც.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 ევროს ღირებულება - 3.6653 ლარი გახდა. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6628 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0025 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 18 სექტემბრიდან შევა.