რამდენად საშიშია "მიუ" ვარიანტი და რა სიმპტომები ახასიათებს - კორონავირუსის ახალი "მიუ" შტამი ბოლო რამდენიმე ხნის მანძილზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვირვების მთავარი ობიექტია.
ბოლო მონაცემებით, ახალი შტამის გავრცელების კერებია ჩილე, კოლუმბია და პერუ, მაგრამ როგორც ირკვევა, კოვიდის ეს ვარიანტი ევროპაშიც ვრცელდება და უკვე დაფიქსირებული საქართველოს მეზობელ თურქეთშიც.
მიუხედავად იმისა, რომ "მიუ-ს" ქცევა ორგანიზმში, ჯერ კიდევ კვლევის ობიექტია, მეცნიერებმა ახალი შტამის სიმპტომების შესხებ გარკვეული ინფორმაცია უკვე დააგროვეს, ესენია:
- კუნთების ტკივილები
- ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა
- სუნთქვის გაძნელება
- ყელის ტკივილი
- ცხელება და სისუსტე
- თავის ტკივილი
- სურდო
- გულისრევა
- დიარეა
აშშ-ში მოღვაწე დოქტორი ჯესიკა სეპარდი verywell health-თან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ეტაპზე მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ და აგროვებენ "მიუ"-ს შესახებ ინფორმაციას.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი შტამი სრულად არაა გამოკვლეული, მეცნიერების ერთადერთი მთავარი რეკომენდაცია, მისგან თავის დასაცავად სწორედ - ვაქცინაციაა, რადგან კვლევების ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში უკვე არსებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების მიერ გამომუშავებული იმუნიტეტი ამ შტამს გაუმკლავდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ "მიუ" ვარიანტის გარდა არსებობს კიდევ 4 შტამი, რომლებიც მაღალი ინფიცირებისა და შესაძლო ლეტალური გამოსავლის რისკებს ქმნის, ესენია: "ალფა", "ბეტა", "გამა" და "დელტა".
პირბადის ტარება, ხელების ხშირი დეზინფექცია და სოციალური დისტანცია ვაქცინაციასთან ერთად აგრეთვე რჩება რეკომენდაციების მთავარ ნუსხაში, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს.
ავტორი: ბაჩი ტყემალაძე