20 ნოემბერი 2024,   05:14
ვრცლად
ოზურგეთის საჯარო სკოლებში დასაქმებულთა 97% აცრილია - პედაგოგების სექტორული ვაქცინაცია გრძელდება

პედაგოგების სექტორული ვაქცინაცია გრძელდება. პარალელურად იმართება საინფორმაციო შეხვედრები, სადაც მასწავლებლებს აცრის გაკეთებისა აუცილებლობისა და კოვიდინფექციასთან დაკავშირებული რისკების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აცნობენ.

ოზურგეთში გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით მორიგი ასეთი შეხვედრა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის საჯარო სკოლებში 1 400-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი 97% უკვე ვაქცინირებულია.

მომდევნო შეხვედრებს გაეროს ბავშვთა ფონდი ჩოხატაურსა და ლანჩხუთში გამართავს.

 

დღის ამბები