მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსი გაიხსნა. კომპლექსი, თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი, რასაც 1 წლის განმავლობაში 3 მილიონი ლარი მოხმარდა.
ინვესტიცია აზერბაიჯანულმა კომპანია სოკარმა განახორციელა და კომპლექსი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. გახსნის ცერემონიას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და მსგავსი პროექტების აუცილებლობაზე ისაუბრა.