კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მცირდება, თუმცა, ამის მიუხედავად, გარდაცვლილთა სტატისტიკა კვლავ მაღალია. რთული მდგომარეობაა რეანიმაციულ განყოფილებებშიც, სადაც ასობით ინფიცირებული სიცოცხლისთვის იბრძვის.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ვაქცინაციის კიდევ უფრო გააქტიურებასა და კოვიდ-რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტები. იმისთვის, რომ მოსალოდნელი ვირუსის მე-5 ტალღა არ იყოს მძიმე, სასურველია დღის განმავლობაში 40 ათასი ადამიანი აიცრას.
სწორედ იმუნიზაციის მაღალ მაჩვენებელზე და ინფიცირებულთა რაოდენობის კლებაზე იქნება დამოკიდებული - დაუბრუნდებიან, თუ არა მოსწავლეები სასწავლო ოთახებს. ამირან გამყრელიძის თქმით, აჭარის რეგიონი შესაძლოა პირველი იყოს, სადაც სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.
ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დედაქალაქის შემდეგ, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში ფიქსირდება.