ერთიანი ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის პრობლემებზე, უმუშევრობაზე, მოქალაქეების სოციალურ ყოფაზე და მათი გადაჭრის გზებზე.
ანზორ მელიამ ასევე ისაუბრა ოკუპაციაზე, რუსეთის აგრესიაზე და საქართველოს დასავლური გზის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ბოლოს, მან ამომრჩევლებს კოკის, ხურჩის, ორსანტიის და ახალკახათის დეპუტატობის კანდიდატი, ბესო გაბუნია წარუდგინა.
"ეს მთავრობა ამჟღავნებს უკვე, რომ რუსეთისკენ მიგვაქანებს. ერთი პარტია არ უნდა მოვიდეს სათავეში, უნდა იყოს კოალიციური მთავრობა და მეც ამის მომხრე ვარ. თუ გავიმარჯვებ მე ვიქნები ყველა მოქალაქის მერი," - აცხადებს ანზორ მელია.